ლოკოკინა ტომატში

დღეს პირველად დავაგემოვნე მინდვრის ლოკოკინა და საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა. ნეტავ აქამდე რატომ არ გავსინჯე არასდროს?

არც დღეს მქონდა გეგმაში, რომ ვახშამზე ლოკოკინა მომემზადებინა, მაგრამ სავაჭრო ცენტრში ყოფნისას თვალი მოვკარი მაცივარში გაყინულ ლოკოკინებს და გავიფიქრე – რატომაც არა? ყველაფერი უნდა გასინჯო ადამიანმა რაც იჭმევა.

მოკლედ ვიყიდე. სულ რაღაც ერთი ევრო და ცენტები ღირდა ერთი ცელოფანი ლოკოკინა. ჩემი მეუღლე ახლოს არ გაეკარა და მე მომიწია სამზარეულოში ტრიალი.

გავადნე გაყინული ლოკიკინები.

P1250710

მერე სათითაოდ გამოვაძრე ხორცი ნიჟარებს,

P1250712
P1250713

შემდეგ საგულდაგულოდ გავრეცხე, ჩავშუშე და ხახვი დავაყარე.

P1250714

P1250715

სანამ ხახვი და ლოკოკინა იხრაკებოდა, ყელს ცივი ლუდით ვიგრილებდი,

P1250717

ბოლოს ტაფაში ტომატი და დაჭრილი ქინძი და ოხრახუში დავამატე,

P1250719

P1250720

საბოლოოდ კი აი ეს გამოვიდა. უგემრიელესი ვახშამი.

P1250721

თამამად შემიძლია განვაცხადო რომ პოსტ აპოკალიპსური ჟამისთვის მზად ვარ!

Advertisements

ჩემი ორიგამი (折り紙)

ალბათ ყველამ ისედაც იცით რა არის ორიგამი, ქაღალდის გადაკეცვის ხელოვნება, იაპონური სიბრძნე და ა.შ. არ შეგაწყენთ თავს ამ რუტინით და პირდაპირ ჩემს შესახებ გიამბობთ, როგორ გავხდი მოყვარული ორიგამისტი. ყოველთვის მიყვარდა ქაღალდით ფიგურების გაკეთება, უფრო სწორედ მინდოდა რომ გამეკეთებინა. არასდროს გამომდიოდა, მარტივი თვითმფრინავიც კი. ბავშვობაში, როცა მთელი კორპუსის ბავშვები ერთმანეთს ვაჯიბრებდით ქაღალდის თვითმფრინავებს, ჩემი, ისედაც საცოდავად გაკეცილი, ყოველთვის უანასკნელი იყო. ალბათ კომპლექსად გამომყვა. ჩვენი ცხოვრება ხომ ბავშვობაში მიღებული ტრავმებისგან შედგება, რომელსაც დიდობაში ვმკურნალობთ ხოლმე.

ყველას გახსოვთ ალბათ პოპულარული სერიალი prison break და სკოფილდი თავისი ორიგინაური ქაღალდის გედით. როცა ეს სერიალი პირველად ვნახე, საშინელმა სურვილმა ამიტანა, მეც მესწავლა იმ გედის გაკეთება. სამწუხაროდ მაშინ ინტერნეტზე ხელი ისეთი სიხშირით არ მიმიწვდებოდა, როგორც ახლა და არც ვიცოდი რომ ამ ხელოვნებას ორიგამი ერქვა. თუ კი სადმე ინტერნეტთან მოვხვდებოდი ვეძებდი ქაღალდის გედის დიაგრამას გუგლში. მერე ამ დიაგრამის ნახაზს ფურცელზე ვიხატავდი (მაშინ არც “ფლეშკა” მქონდა და არც USB-იანი ტელეფონი, რომ ფოტო შინ წამომეღო. თუმცა შინ არც კომპიუტერი მქონდა) და ვარჩევდი ნახაზს. ზოგი ნაკეცი გამოდიოდა, ზოგი ძალიან ბუნდოვანი იყო.

მოკლედ ასე ძიებით აღმოვაჩინე ეს სამყარო და მას შემდეგ ვკეც და ვკეც.

თუ რამე არ გამოგდით, არ დანებდეთ, ებრძოლეთ საკუთარ თავს და ერთ მშვენიერ დღეს თქვენი ქაღალდის თვითმფრინავი პირველ ადგილს დაიკავებს ძლიერ კონკურენტებს შორის.

ორიგამის სპეციალური ქაღალდები იაპონელმა მეგობრებმა ჩამომიტანეს საჩუქრად რამდენიმე წლის წინ იაპონიიდან. ასეთი ქაღალდით შესრულებული ნამუშევრები ჩვეულებრივზე ბევრად შთამბეჭდავია დამერწმუნებით. ახლა უბალოდ ვეღარ ვიცლი ორიგამისთვის, დიდი ხანია არაფერი გამიკეთებია, ამიტომ მხოლოდ ძველი ნამუშევრებით მოგაწონებთ თავს და იმედი მაქვს მალე შემოგთავაზებთ ახალ და საინტერესო ნაკეცებს.

181834_401083016604333_1149788468_n

181302_382767111769257_651787444_n

198410_401514536561181_727485317_n

205248_398053236907311_1322455230_n

250803_404448236267811_1330982320_n

376380_416176255095009_1664400521_n

375242_277065982339371_1579753379_n

373944_277074705671832_1293813836_n

318286_377674685611833_700810207_n

378991_277074242338545_589149646_n

379019_277066235672679_148986570_n

384061_277066105672692_1638175653_n

390968_280086485370654_318018197_n

422037_340382219341080_1191144343_n

421927_339668799412422_182762942_n

401788_401677663211535_1632370752_n

393497_280130928699543_1777386741_n

423409_339668842745751_116393590_n

479728_342964079082894_108768721_n

480547_402138873165414_1149051604_n

483288_416176295095005_1596908911_n

525871_398883740157594_1478284649_n

525858_398052406907394_1688122643_n

487760_416176201761681_1372252_n

484281_400567616655873_1677014503_n

528631_378912528821382_346998474_n

536537_379773495401952_378437704_n

550553_405070006205634_1473844018_n

559590_378368068875828_1954691218_n

579268_451503061562328_565792831_n

577520_387643707948264_215829272_n

576421_377674582278510_778497217_n

561397_416176231761678_1552993462_n

601332_398052913574010_1544381542_n

542144_377613958951239_1652046339_n

545654_387643651281603_558177253_n

549354_381478885231413_1237370477_n

განგაშის ჩანთა

ცხოვრებაში დაზღვეული არავინ არაფრისგან არაა. ჩვენ არ ვიცით რა უბედურება დაგვატყდება მოულოდნელად თავს, იქნება ეს მიწისძვრა, ომი, წყალდიდობა თუ რამე სხვა სახის საფრთხე. ამიტომ ყველა ოჯახში, ოჯახის თითოეულ წევრზე გათვალისწინებით, უნდა იყოს ეგრედ წოდებული განგაშის ჩანთა, რომელშიც იდება ის აუცილებელი ნივთები რაც გამოგვადგება ლტოვლილობისას, მთაში, ტყეში, ან სხვა ექსტრემალურ ადგილას იძულებით ცხოვრებისას. ეს ნივთებია:

1) რამდენიმე ხელი ტანსაცმელი
2) ქამარი
3) ცული
4) ფანარი
5) დანა 2 ცალი (დიდი და პატარა)
6) თოკი (დაახლოებით 10 მ)
7) საწვიმარი
კომპასი
9) სანთლები
10) ასანთი და სანთებელა
11) პირადი აფთიაქი
12) წყალი
13) დაკონსერვებული საკვები
14)ტუალეტის ქაღალდი
15) კარდალა

ეს ის მინიმუმია რაც აუცილებლად დაგვჭირდება ექსტრემალურ სიტუაციებში. ასევე ძალიან კარგია თუ გვექნება ჩანთაში რაიმე სახის ცეცხლასროლი იარაღი, თუკი ამის საშუალება გვაქვს.

მე მტკიცედ მჯერა, რომ ძალიან მალე დადგება ის მომავალი, რომელსაც მხატვრული ფილმებით უხვად გვაწვდიან. ძალიან მალე მოხდება ზომი აპოკალიპსი, უცხოპლანეტელების თავდასხმა, გლობალური ომი და ა.შ.

Are you ready for this? ))

destructionn

პრეზერვატივის რაობა

ალბათ ბევრს გაგეცინებათ, რომ გითხრათ თუ რამხელა დახმარების გაწევა შეუძლია პრეზერვატივს ადამიანისთვის, ველურ პირობებში. ეს პატარა მსუბუქი რეზინა შეგვიძლია გამოვიყენოთ ძალიან ბევრნაირად თუკი ფანტაზია ხელს გვიწყობს. პრეზერვატივი იდეალური საშუალებაა წყლის შესანახად და გადასატანად, შურდულის გასაკეთებლად ნადირობისთვის, ცეცხლის დასანთები თივის მშრალად შესანახად და ასე შემდეგ. გთავაზობთ ლინკს სადაც დეტალურადაა ახსნილი წერილობით და ფოტოებით როგორ შეიძლება ვიხმაროთ ის თვითგადარჩენისთვის.

11 სიტუაცია, როდესაც პრეზერვატივი სიცოცხლეს გვჩუქნის: ))

http://willowhavenoutdoor.com/featured-wilderness-survival-blog-entries/1-ways-a-condom-can-save-your-life-multi-functional-survival-uses-for-a-condom/

ტყეში დაკარგული

ეს პოსტი დააინტერესებთ მათ, ვისაც უყვარს ბუნება, ლაშქრობები და ექტრიმი. ხშირად ცხოვრებაში ადამიანები ვხვდებით ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში, როგორიცაა უშუქობა, უწყლობა, შიმშილი და ასე შემდეგ. ნებისმიერ სიტუაციაში უნდა ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ რომ გადავრჩეთ. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ხუთ საბაზისო, აუცილებელ პირობას ველურ პირობებში გადარჩენისთვის.

სანამ ამ ხუთი ძირითადი უნარის ახსნაზე გადავალ, მინდა გითხრათ ის სამი ფაქტორი რაც ყველაზე საშიშია ველურ პირობებში. ესაა სიცივე, (რასაც იწვევს უმოძრაობა) გაუწყლოება და შიმშილი. ძლიერ სიცივეს შეუძლია ადამიანი მოკლას სამ წუთში, წყლის უკმარისობას – სამ დღეში, ხოლო შიმშილს სამ კვირაში. ეს ხუთი ძირითადი უნარიც ამ სამ ფაქტორზე დაყრდნობით არის შედგენილი და ყველამ უნდა იცოდეს.

1) ვიცოდეთ როგორ ავაგოთ თავშესაფარი
2) ვიცოდეთ როგორ მოვიპოვოთ ცეცხლი
3) ვიცოდეთ როგორ მოვიპოვოთ და გავწმინდოთ წყალი
4) ვიცოდეთ როგორ დავაგოთ ხაფანგები და მახეები
5) ვიცოდეთ როგორ გავატყაოთ ნანადირევი

1) თავშესაფრის აგება ტყეში არც ისე რთულია. მოვჭრათ საშუალო სისქის სამი ოთხი გრძელი ტოტი. ერთ მხარეს შევკრათ რაიმე დრეკადი წვრილი ტოტით, ბალახით ან მცენარით. (თუ თოკი არ გვაქვს) შემდეგ დავაყენოთ ფეხზე წრიულად და ცარიელი კედლები დავფაროთ ფოთლებით. თავშესაფარი გამოვა ერთგვარი ვიგვამის ფორმის. ასევე შესაძლებელია ორ ხეს შორის წელის სიმაღლეზე მივაბათ მოჭრილი საშუალო სისქის ხის ტოტი, ერთი მხრიდან დახრილად მივაყუდოთ გრძელი ტოტები და დავფაროთ ფოთლებით. ან შეგვიძლია უბრალოდ ვიპოვოთ რაიმე გამოქვაბული და იქ გავათენოთ ღამე, ოღონდ ჯერ უნდა დავრწმუნდეთ რომ გამოქვაბული ცარიელია. ასევე გაითვალისწინეთ რომ არ შეიძლება პირდაპირ მიწაზე დაწოლა, რათა სხეულმა სითბო არ დაკარგოს, დაიფინეთ ხმელი ბალახები.

2) თავშესაფრის აგების მერე უნდა ვიზრუნოთ სითბოზე. თუ ასანთი არ გვაქვს, ცეცხლის ანთება შეიძლება სხვადასხვა გზებით. ყველაზე ცნობილი მეთოდია გამადიდებელი შუშით მზის სხივის ფოკუსირება ხმელ ბალახზე ან ფიჩხებზე. ცეცხლი ასევე შეგვიძლია ავანთოთ ხის საშუალებით. ბრტყელ ხმელ ხის ნაჭერს, რომელიც გახვრეტილი იქნება, ქვეშ უნდა დავუფინოთ თივა ან რაიმე ხმელი ადვილად წვადი მატერია. ნახვრეტში ჩავყოთ ხის ხმელი ტოტი და ხელის გულებით ვატრიალოთ. ეს არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია, მაგრამ თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ შედეგს აუცილებლად ნახავთ.

3) წყლის მოსაპოვებლად საჭიროა დიდი ცელოფნის ნაჭერი ან რაიმე ჰაერგაუმტარი მატერია. ამოვთხრით 3’ x 3’ x 2’ სიღრმის ორმოს, ჩავდგავთ ცენტრში რაიმე ფართოთავიან ჭურჭელს და გადავხურავთ ორმოს ცელოფნით. ცელოფანი რომ არ დაცურდეს დავამაგრებთ ორმოს ირგვლივ – ქვებით. ცელოფნის შუაში დავდებთ პატარა ქვას რომ დაქანება მისცეს ჭურჭლისკენ. სითბო გამოიწვევს ტენიანობას და წყლის წვეთები ნელნელა დაეშვებიან ცელოფნის საშუალებით ჭურჭლისკენ. წყლის მოგროვების შემდეგ აუცილებელია მისი გაფილტვრა. ამის რამდენიმე საშუალება არსებობს:

1. ჩაასხით წყალი პოლიეთილენის ცელოფანში და დადეთ მზეზე. ულტრა იისფერი სხივები მოკლავენ ბაქტერიებს.

2. დავლიოთ წყალი სიგარეტის ფილტრის საშუალებით.

3. ჭურჭელში აღებულ წყალში ჩავყაროთ ნახშირი. ის კლავს ბევრ ბაქტერიას.

ყველა ეს მეთოდი არ იძლევა 100% გარანტიას იმისას რომ წყალი აბსოლუტურად დაზღვეული იქნება ფილტრაციის შემდეგ, მაგრამ მოწამვლის რისკი მცირდება.
4) რაც შეეხება ხაფანგების დაგებას, ცოტა რთულია და აუცილებელია გვქონდეს ამის კეთების პრაქტიკა. ამიტომ მაინც და მაინცტყეშჳ დაკარგვას ნუ დაელოდებით. ეცადეთ თავისუფალ დროს ივარჯიშჴთ ხოლმე რომ კრიტიკულ სიტუაციაში არ გაგიჭირდეთ. გთავაზობთ რამდენიმე ხაფანგის დიაგრამას:
1001187_565242563521710_1665687440_n 1070035_565242540188379_979925451_n 12340_565242633521703_1523714175_n

გახსოვდეთ, ნურასდროს იქნებით ერთი ხაფანგის იმედად თუ გინდათ მშიერი არ დარჩეთ, დააგეთ 15-20 ხაფანგი სხვადასხვა ადგილას და რომელიმე აუცილებლად გაგიმართლებთ.

5) ნანადირევის გატყავების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არასწორად ჩატარებულმა პროცესმა, შეიძლება მოგვწამლოს, ან უარესი, სიკვდილი გამოიწვიოს. პირველ რიგში ცხოველს უნდა გამოვჭრათ ყელი და დავკიდოთ თავით ქვემოთ, სანამ სისხლისგან არ დაიცლება. შემდეგ ყელიდან უნდა ჩამოვყვეთ კუდამდე და ფრთხილად დავაშოროთ ტყავი ხორცს, შემდეგ ტყავს შემოვჭრით წრიულად ფეხებზე – სახსრებთან, მოვჭრით თავს და გავაძრობთ ტყავს. მუცლის გაჭრისას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგვეჭრას კუჭი, რომ ცხოველს ინფექცია არ შეყვეს. ინფექცია შეიძლება იმდენად საშიში აღმოჩნდეს რომ ვახშამი თქვენთვის ფატალურად დასრულდეს. გთავაზობთ გატყავების სქემას: 601735_565501973495769_655914465_n

ეს არის ის 5 საბაზისო უნარი, რაც ყველამ უნდა იცოდეს, მაგრამ ეს არ არის იდეალური მოდელი. სხვადასხვა სიტუაციაში ბუნება იძულებულს გვხდის სხვადასხვანაირად ვიმოქმედოთ. მთავარი მოტივაცია კი, ნებისმიერ სიტუაციაში, სიცოცხლის წყურვილია.

ჭადრაკის ფესვები

ბევრი ჭადრაკის მკვლევარი ამტკიცებს რომ სამეფო თამაშს ინდურთან ერთად აფრიკული ფესვებიც აქვს. კონკრეტულად კი – ეგვიპტური.
ძველ ეგვიპტეში სამაგიდო თამაშები რელიგიური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენდა. ასეთი ყველაზე პოპულარული თამაში გახლდათ სენეტი, სადაც დაფაზე სპეციალური წესების მიხედვით გადააადგილებდნენ ფიგურებს და მოგება ენიჭებოდა იმ მოთამაშეს, რომელიც პირველი მოკლავდა მოწინააღმდეგის ყველა ფიგურას.

9563_521195977926369_1993761469_n

რამზეს მეორის მეუღლის – ნეფრეტარის საფლავში აღმოჩენილია ნახატი კედელზე, სადაც ის თამაშობს სენეტს. სიმბოლურად ეს განასახიერებს ბრძოლას სიკეთესა და ბოროტებას შორის.

734507_521195901259710_2061603287_n

ისეთი აფრიკული თამაშები როგორიცაა მანკალა და ვარი, წარმოადგენენ ერთერთ უძველეს სამაგიდო თამაშებს, რომლებსაც თამაშობდნენ ქრისტეს შობამდე 5000 წლით ადრე. თუმცა ამ ყველაფერს ძალიან პრიმიტიული სახე ჰქონდა. სათამაშო დაფაზე ფიგურებს სხვადასხვა კულტურული მცენარეების მარცვლები განასახიერებდა. ორივე ეს თამაში აღმოჩენილი იქნა ფარაონ ტუტანხამონის საფლავში.

იყო უამრავი მსგავსი ტიპის თამაში სადაც პრინციპი იყო ის, რომ ფიგურათა გადაადგილებით დაგეცვა შენი ფიგურები და მოგეკლა მოწინააღმდეგის. რაც ძალიან გვაგონებს ჭადრაკს, ისეთს, როგორსაც ჩვენ დღეს მას ვიცნობთ.

თუმცა როგორი ისტორიაც არ უნდა ჰქონდეს მას, ყველა თანხმდება იმ აზრზე, რომ სამაგიდო, სააზროვნო თამაშებს შორის, ის ყველაზე მეტად პოპულარული და საინტერესოა. საჭადრაკო დაფა ხომ პატარა ბრძოლის ველს წარმოადგენს, რომელზეც შენ ხარ მხედართმთავარი და გეგმავ როგორ აწარმოო ომი. უწევ ორგანიზებას თავდასხმასა თუ თავდაცვას, იცავ საკუთარ მეფეს და ავიწროებ მოწინააღმდეგისას… გარდა ამისა შესაძლებელია თამაშის ჩაწერა, რომ შემდგომში მოთამაშემ განიხილოს თუ სად რა შეცდომა დაუშვა და რომელი სვლა იქნებოდა უმჯობესი ამა თუ იმ პოზიციისას.

ვიკინგები და ჭადრაკი

ვიკინგები და ჭადრაკი

ერთ-ერთი ეპიკური, სკანდინავიური საგა გვიამბობს ამბავს, სადაც ვკითხულობთ თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ჭადრაკის მიმართ უძველეს დროში…

1037 წელს, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, სადღაც სკანდინავიაში მეფობდა მეფე კნუტი, რომელიც დანიას, ინგლისს, ნორვეგიას და შვედეთის ნაწილის განაგებდა. ერთხელ როდესაც ის ჭადრაკს თამაშობდა ვინმე იარლ ვულფთან, კნუტს დაუშვია საშინელი შეცდომა… მეფემ ჰკითხა მეტოქეს შეიძლებოდა თუ არა ეს სულელური სვლა უკან დაებრუნებინა და ახლიდან ეთამაშა ფიგურა, რაზეც ვულფმა მკაცრი უარი განუცხადა! პარტია გაგრძელდა და დასრულდა ვულფის გამარჯვებით.

თამაშის შემდეგ ვიკინგებმა, მეფის ბრძანებით ვულფი ერთ-ერთ ტაძარში შეათრიეს და მოკლეს!

აი ასე სერიოზულობით ეკიდებოდნენ ველური ვიკინგები ბრძენთა თამაშს. ჯიუტ იარლს კი ერთი სვლის დათმობა სიცოცხლის ფასად დაუჯდა.